DesignEx Logo

საძიებო სისტემების ამოცანები

საძიებო სისტემებს 2 ზოგადი ამოცანა აკისრიათ:

პირველი ამოცანა - ახალი საიტების მოძიება და მათი საკუთარ ბაზაში შეტანა.

მეორე ამოცანა - საიტების შეფასება ბაზაში, მათი რანჟირება და ძიების შედეგების მომხმარებლის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

თუ პირველი ამოცანის შესასრულებლად საძიებო სისტემებს არანაირი პრობლემა არა აქვთ (ისინი უბრალოდ დაყვებიან ჰიპერბმულებს და აწარმოებენ მთელი საიტის ინდექსაციას), მეორე ამოცანის შესრულება მოითხოვს გაცილებით მეტ ძალისხმევას.

ყოველი საძიებო სისტემა ცდილობს მიაწოდოს მომხმარებელს მაქსიმალურად რელევანტური ძიების შედეგები. საკუთარი მოთხოვნების, საძიებო სიტყვების საძიებო სისტემებში შეყვანისას, თქვენ მოელით სწრაფად მიიღოთ თქვენთვის საინტერესო რესურსების ბმულები. საძიებო სისტემები კი, თავის მხრივ, კონკურენციას უწევენ ერთმანეთს მაქსიმალურად ზუსტი შედეგებისთვის.

მარავალი წელია საძიებო სისტემები ქმნიან საიტების რანჟირებისა და ძიების შედეგების ეკრანზე ასახვის ურთულეს მექანიზმებს. ერთის მხრივ მათ უნდა მოძებნონ მილიონობით საიტში მოთხოვნის მაქსიმალურად შესაფერისი ვარიანტი, მეორეს მხრივ კი, გულდასმით ფარავენ ძიების მეთოდებს მათგან, ვისაც შეუძლია "ბოროტად" გამოიყენოს კონკრეტული საძიებო სისტემის შესაძლებლობები, ოპტიმიზირება გაუკეთოს საკუთარ საიტს და აამაღლოს რეიტინგი საძიებო სისტემაში.

როდესაც საძიებო სისტემა უყურებს თქვენს საიტს, ის ხედავს მხოლოდ ტექსტს. ის ვერ აღიქვამს საიტის დიზაინს, სურათების რაოდენობას ან ანიმაციას. საძიებო სისტემა ხედავს და აფასებს მხოლოდ ტექსტს - რამდენჯერ შეხვდა საძიებო სიტყვები, გვერდის რომელ ნაწილში არიან ისინი განთავსებულნი, გვერდის დასაწყისთან რამდენად ახლოს და ა.შ.

საიტების ანალიზის მეთოდები მუდმივად იხვეწება და განსხვავებულია ერთი საძიებო "ობობის" მეორისგან. თქვენი რეიტინგი დამოკიდებულია იმაზეც, თუ რა სახელს ატარებს თქვენი საიტი, რა დასახელებისაა შიდა გვერდები, რომელი სხვა საიტებზე დევს თქვენი საიტის ბმული (ციტირების ინდექსი), რამდენჯერ იპოვნა კონკრეტული საძიებო სისტემის მომხმარებელმა თქვენი საიტი, პროგრამირების რომელი ენაზეა განხორციელებული საიტი და სხვ.

ათასობით ფაქტორზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა თქვენი საიტი ძიების შედეგების პირველ რიგებში.