DesignEx Logo

კოდის ოპტიმიზაცია

საიტის გვერდების ოპტიმიზაცია ქმნის ხელსაყრელ პირობას საძიებო სისტემებში თქვენი საიტის საპოვნელად, ხოლო გულდასმით ჩატარებული ოპტიმიზაცია კი "შეატყობინებს" საძიებო სისტემებს რომ, თქვენი გვერდი ყველაზე მეტად შეესაბამება (რელევანტურია) თქვენს მიერ ბაზარზე შემოთავაზებული პროდუქციის/საქონლის პოტენციური მომხმარებლის მოთხოვნას. რაც, თავის მხრივ, ზრდის სწორედ თქვენი საიტის ვიზიტებს და შესაბამისად მატულობს კომპანიის მოგებაც.

საიტის ოპტიმიზაციის ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალური სამუშაოები - საიტის გვერდების საძიებო სიტყვებითა და ფრაზებით გაჯერება, რომლებიც ზუსტად ასახავენ თქვენი კომპანიის მოღვაწეობის სფეროებს და ატყობინებენ ვიზიტორებს თქვენს მიერ ბაზარზე შემოთავაზებული საქონლის/მომსახურების სახეობებს. ამ სამუშაოს ჩასატარებლად გამოიყენება სემანტიკური ბირთვი, რომელიც შეიქმნა საიტის აუდიტორული გამოკვლევის ეტაპზე.

თქვენი საიტის გვერდების განლაგება და ორგანიზება წარმოებს ისე, რომ საძიებო სიტყვები და ფრაზები ხვდებიან განსაკუთრებით ხელსაყრელ ადგილას, საძიებო სისტემების თვალთახედვით, და საზრიანად ჩაშენდებიან საიტზე წარმოდგენილ ინფორმაციაში.

საიტის გააზრებული იერარქია (usability), ინფორმაცია თავად გვერდებზე და სწორად წარმართული საიტის ოპტიმიზაცია გამოიყვანს თქვენს საიტს მოწინავე პოზიციებზე ძიების შედეგებში და შემოიყვანს თქვენს საიტზე კლიენტების დიდ რაოდენობას, ასევე დაგეხმარებათ შექმნათ მუდმივი აუდიტორიის ბირთვი.

გარდა ამისა, ეს დაგეხმარებათ ეკონომია გააკეთოთ ინტერნეტში რეკლამის სხვა სახეობებზე, რომლებიც არც თუ ისე ცოტა ღირს, და უფრო მეტიც, არ ამართლებენ დანახარჯებს.