DesignEx Logo

წარმატების ალგორითმები

ინტერნეტში საიტების სიმრავლემ გამოიწვია საძიებო სისტემის ალგორითმების გათვალისწინებით მოქმედი რესურსების შექმნის აუცილებლობა, რის გარეშე შეუძლებელია საძიებო სისტემებში, თქვენი პროდუქციით/მომსახურებით დაინტერესებულ მომხმარებელთა მოთხოვნაზე მაღალი შედეგების მიღწევა.

ჩვენი საიტების ოპტიმიზაციის მომსახურება ითვალისწინებს თქვენი პროდუქციის/მომსახურების მომხმარებელთა მიერ ძიების ალგორითმებს და საძიებო სისტემებზე მომხმარებელთა მოთხოვნების რელევანტურობის ალგორითმებს. ჩვენი ნამუშევრის შედეგი შექმნის ხელსაყრელ პირობას ინტერნეტ გარემოში თქვენი საიტის პოზიციონირებისას, გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას და თქვენი პროდუქციის ან მომსახურების პირდაპირ მომხმარებელთა მიერ საიტით სარგებლობას.

ჩვენს მიერ ჩატარებული სამუშაოები თქვენი კომპანიის საიტის ოპტიმიზაციისათვის, არა მარტო შექმნის ყველა პირობას თქვენი ბიზნესის ინტერნეტში პოპულარიზაციისთვის, არამედ დაეხმარება თქვენს თანამშრომლებს შემდგომშიც წარმატებით განაგრძონ თქვენი ინტერნეტ-პროექტის განვითარება, გახადონ ის საინტერესო და აუცილებელი თქვენი კლიენტებისათვის.

ჩვენ მოგიმზადებთ თქვენი თანამშრომლებისთვის, თქვენი საიტის შემდგომი განვითარების რეკომენდაციებს, რაც დაგეხმარებათ მომავალშიც იყოთ ლიდერები თქვენი პოტენციური კლიენტების საძიებო სისტემებზე მოთხოვნების ძიების შედეგებში და შეინარჩუნოთ წარმოქმნილი აუდიტორიის ბირთვი, მუდმივად ზარდოთ თქვენი ინტერნეტ რესურსის ვიზიტები ახალი კლიენტებით და იქონიოთ მოთხოვნადი რესურსი.

გარდა ამისა, ჩვენს მიერ სისტემატიურად ჩატარდება თქვენი საიტის ანონსირების სამუშაოები 700-ზე მეტ თემატურ კატალოგში და 1300 განცხადებების საიტებზე, აქტიურად გავცვლით ბმულებს თქვენი ბიზნესის ახლო სეგმენტის საიტებთან. საძიებო შედეგებში პოზიციის მუდმივი კონტროლი და ანალიზი დაგვეხმარება სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება მცირეოდენ ცვლილებებზე და დროულად ვაწარმოოთ კორექტირებები თქვენი რესურსის ლიდერთა შორის სტაბილურად გამოსაჩენად და რანჟირების გასაზრდელად.

ჩვენი საერთო მიზანია ინტერნეტში თქვენი სავაჭრო ნიშნის ცნობადობის ამაღლება, უპირატესი პოზიციონირება კონკურენტებთან შედარებით, თქვენი პროდუქციის/მომსახურების მოთხოვნადობის გაზრდა და შესაბამისად თქვენი კომპანიის მოგების ზრდა.

თქვენი ინტერნეტ-პროექტის მოსახმარად მოხერხებული საიტი, საინტერესო და ხარისხიანი კონტენტი  იმუშავებს თქვენზე!