DesignEx Logo

საიტების კლასიფიკაცია

ინტერნეტში არ არის საიტების გამოკვეთილი კლასიფიკაცია. ზოგი ვებ-სტუდია საიტს უწოდებს კომპანიის სავიზიტო ბარათს ან ორ ვებ-გვერდს, სხვები კი საიტს უწოდებენ მსხვილ საინფორმაციო პორტალებს, სადაც გათვალისწინებულია ინტერაქტივი და არსებობს მომხმარებელთა რეგისტრაცია.

ვებ-საიტი (ინგლ. Website, წარმოსდგება web - ქსელი და site - "ადგილი") - კომპიუტერულ ქსელში, ერთი მისამართის მქონე გაერთიანებული კერძო პირის ან ორგანიზაციის დოკუმენტთა ერთობლიობა. იგულისხმება, რომ ვებ-საიტი განთავსებულია ინტერნეტის ქსელში.

რომელ კატეგორიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს საიტი, ის მაინც რჩება საიტად. ნებისმიერი ტიპის საიტზე მუშაობა განსხვავდება მხოლოდ შექმნაზე დახარჯული დროით, გამოყენებული ტექნოლოგიებით და სცენარით, და როგორც წესი შეიცავს ერთსა და იმავე სამუშაო ეტაპებს:

  • პროექტირება,
  • დიზაინი,
  • კინძვა,
  • პროგრამირება,
  • მზა კომპონენტების ინტეგრაცია,
  • მასალებით შევსება,
  • ტესტირება,
  • პოპულარიზაცია.

ხშირად დამწყები საიტის დამკვეთი იკარგება ტერმინებში. ეს განსაკუთრებით კრიტიკულია, როდესაც კომპანიები ვებ-სტუდიის შერჩევისას იღებენ, სასურველს (პორტალის შექმნას) რეალობად (სინამდვილეში კი, აპირებენ შემოიფარგლონ კორპორატიული საიტით). ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ განვუმარტოთ ჩვენი საიტის სტუმრებს, რას ვგულისხმობთ ამა თუ იმ ტიპის საიტში.

  1. ინტერნეტ წარმომადგენლობა - საიტი, სადაც განთავსებულია ზოგადი მონაცემები ორგანიზაციაზე თუ კერძო პირზე: მოღვაწეობის სფერო და მომსახურების ტიპები, ისტორია, პრაის-ლისტი, საკონტაქტო ინფორმაცია, საბანკო რეკვიზიტები, მისასვლელი სქემა.
  2. პრომო-საიტი - როგორც წესი, პრომო-საიტი იქმნება დროებით პრომო-აქციის მხარდასაჭერად, მიზნად ისახავს სავაჭრო ნიშნის, პროდუქციის ან მომსახურების პოპულარიზაციას. პრომო საიტზე თავსდება ამომწურავი ინფორმაცია ბრენდზე, სხვადასხვა სარეკლამო აქციებზე (კონკურსები, ვიქტორინები, გათამაშებები და სხვ.). პრომო-საიტის შექმნისას შესაძლოა სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენება - მარტივი რეგისტრაციის ფორმებით დაწყებული, ურთიერთობის საშუალებებით და ონლაინ-თამაშებით დამთავრებული.
  3. პროდუქციის კატალოგი - საიტი, რომელზეც განთავსებულია კომპანიის პროდუქციის კატალოგი, სადაც წარმოდგენილია პროდუქციის/მომსახურების დეტალური აღწერა, სერტიფიკატები, ტექნიკური და სამომხმარებლო მონაცემები, ექსპერტთა და კლიენტთა გამოხმაურება, პროდუქციის დემო-ვერსია, შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის და ა.შ. ასეთ საიტებზე ქვეყნდება ინფორმაცია პროდუქციაზე/მომსახურებაზე, რომელსაც ვერ განათავსებთ პრაისში.
  4. ინტერნეტ-მაღაზია - საიტი პროდუქციის კატალოგით, რომლის მეშვეობით კლიენტი აფორმებს შეკვეთას მისთვის სასურველ საქონელზე. აქ გამოიყენება ანგარიშგების სხვადასხვა სისტემები: პროდუქციის ადგილზე მიტანიდან, პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებამდე.
  5. კორპორატიული საიტი - კომპანიის საიტი, რომელიც გვაცნობს წარმოდგენილ მომსახურების სფეროებს და მიმართულებებს და შეიცავს ინტერნეტ-წარმომადგენლობის სრულ ფუნქციონალობას. გარდა ამისა, საიტი შეიცავს მომხმარებლებთან ურთიერთქმედების ინტერაქტიულ ელემენტებს, მაგალითად, მუდმივ კლიენტთა რეგისტრაცია და მათზე დამატებითი ინფორმაციის ან მომსახურების შეთავაზება.
  6. ინტერნეტ-პორტალი (ინგლ. Internet portal მთავარი შესასვლელი, კარებები) - მსხვილი საიტი, ორიენტირებული ინტეგრირებული ინფორმაციის მიწოდებაზე. ჩვეულებრივ შეიცავს ბმულებს სხვა საიტებზე, რომელთა შინაარსიც შეესაბამება პორტალის კონკრეტული ვიზიტორის ინტერესებს.
    1. საზოგადო პორტალი - პორტალი ორიენტირებული ინტერნეტის ყველა მომხმარებელზე. ასეთი საზოგადო პორტალების მაგალითებია საძიებო სისტემები (Google, Yahoo), გასართობი პორტალები (Mail.ru).
    2. კორპორატიული პორტალი - პორტალი, შექმნილი კომპანიის კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად და ორიენტირებული კონკრეტულ მომხმარებლებზე (ერთი კომპანიის თანამშრომლები, პარტნიორები, კლიენტები, აგენტები). ამ ტიპის პორტალი ინტეგრირებულია კომპანიის კორპორატიულ საინფორმაციო სისტემაში. შესაძლოა ჰქონდეს  საზოგადო ვებ-წვდომა, მაგრამ, როგორც წესი, გვაძლევს შეზღუდულ შესაძლებლობებს ან სხვა ინფორმაციას.

როდესაც საუბარია კლასიფიკაციაზე, რთულია თავის შეზღუდვა. სფეროების მრავალფეროვნება და პროექტთა ტიპები იმდენად მრავალფეროვანია, რომ რთულია ერთი კატეგორია მიაკუთვნო სვადასხვა პროექტებს. და პირიქით, ერთი პროექტი შეიძლება ჩაირთოს მრავალ კატეგორიაში ერთდროულად. ამიტომ ჩვენმა ვებ-სტუდიამ მიიღო გადაწყვეტილება, თუ საიტი შეიცავს სხვადასხვა კატეგორიის ელემენტებს, ჩვენ თამამად განვათავსებთ მას შესაბამის კატეგორიებში.

კლასიფიცირებისას ჩვენ ვეყრდნობით საიტების შექმნის საკუთარ გამოცდილებას და შემდეგ წყაროებს: