DesignEx Logo

შექმენით Flash-საიტი

ხშირად მოდური და ლამაზი საიტები კარგავენ მომხმარებლებს საიტის ჩატვირთვამდე და ეკრანზე გამოჩენამდე. როგორ გავაუმჯობესოთ საიტის დიზაინი, ისე რომ, არ დავამძიმოთ იგი? გამოსავალი არსებობს! შეიქმნას საიტი flash-ტექნოლოგიის გამოყენებით.

ვებ-დიზაინის სტუდია "DesignEx" კლიენტებს სთავაზობს შექმნან მაღალხარისხიანი საიტი Flash - ტექნოლოგიის გამოყენებით. ჩვენი სტუდიის გამოცდილი სპეციალისტები მზად არიან გააანალიზონ თქვენი სურვილები და შემოგთავაზონ თქვენ ოპტიმალური ვარიანტი, სპეციალურად თქვენი საიტისთვის.

როგორც წესი, საპრეზენტაციო საიტები, flash სტილში გადაწყვეტილი მნახველებს უქმნიან კარგ შთაბეწდილებას, კარგი გრაფიკისა და მსუბუქი გადასვლების ხარჯზე, სურათების ჩატვირთვის საკმარისი სიჩქარის ფონზე. ამის გამო გახდა Flash-ი პოპულარული და ფართოდ გავრცელებული Web-დიზაინერთა შორის.

Macromedia Flash-ის მეშვეობით შესაძლებელია შეიქმნას კაშკაშა, დამახსოვრებადი Web-საიტები, გააჩნია შესაძლებლობა შეახამოს მკაფიო და მოქნილი ვექტორული გრაფიკა რასტრულთან, ხმასთან, ანიმაციასთან და მდიდარ ინერაქტიულ ეფექტებთან.

თუნდაც თქვენი ამოცანა იყოს საინფორმაციო საიტის შექმნა, flash-ტექნოლოგიის ნაწილობრივი გამოყენება მნახველებს შეუქმნის თქვენი ინტერნეტ-რესურსზე დადებით იმიჯს.

Flash-ტექნოლოგია შესაძლებლობას აძლევს სტუდია "DesignEx"-ის ვებ-დიზაინერებს შექმნან საიტები სანავიგაციო პანელებით, დინამიური ლოგოტიპებით, სრულფორმატიანი კლიპები სინქრონული ხმოვანებით და მთლიანი ინტერნეტ გვერდები განსაკუთრებით მდიდარი შიგთავსით. Flash კლიპები წარმოადგენენ ვექტორული გვაფიკის კომპაქტურ ელემენტებს, ამიტომაც იტვირთებიან სწრაფად და შეუძლიათ მასშტაბის შეცვლა მონიტორის ზომების შესაბამისად.

ჩვენი სტუდიის თანამშრომელთა ამოცანაა განსაზღვრონ საჭირო ინსტრუმენტები და ოპტიმალურად შეუხამონ შესაქმნელი Flash საიტის სილამაზე, მის ფუნქციონალობას. ვებ-დიზანის სტუდია "DesignEx" დაგეხმარებათ შექმნათ ისეთი Flash საიტი, როგორიც გჭირდებათ წარმატების მისაღწევად!