DesignEx Logo

Flash-საიტის შექმნა

გსურთ გქონდეთ ბრწყინვალე Flash საიტი? ჩვენ ვქმნით მაღალხარისხიან პროექტებს, რომლებიც ლამაზად აღიქმებიან და იპყრობენ თქვენი კლიენტების ყურადღებას.

ამის მისაღწევად, პროექტები იქმნება, თქვენი კლიენტების საიტზე მოსაზიდად, რომ მათ საიტი მოეწონოთ და სასიამოვნო იყოს საიტთან მუშაობა. როდესაც ვიწყებთ პროექტზე მუშაობას, ჩვენ ვაანალიზებთ თქვენს მოთხოვნებს და სურვილებს, და შემდგომ მოგვყავს ისინი სისრულეში.

შეგვიძლია შევქმნათ საიტისთვის მიმზიდველი Flash ქუდი, ასევე თქვენი სურვილით შეგვიძლია დავამატოთ უკვე არსებულ გვერდს ან Flash საიტს. ხარისხით ჩვენი ნამუშევრები კონკურენციას გაუწევენსაუკეთესო Flash საიტებს ინტერნეტში.

ჩვენი კლიენტები, როგორც წესი კმაყოფილი რჩებიან ჩვენს მიერ შესრულებული Flash ნამუშევრებით. მრავალი დამკვეთი თვლის, რომ Flash-ს შეუძლია პრაქტიკულად ყველაფერი, მაგრამ ეს ასე არ არის. ინგლისურიდან თარგმანში Flash აღნიშნავს "ნათებას", შესაბამისად პირველ რიგში Flash განკუთვნილია ანიმაციების და ეფექტების შესაქმნელად, მაგრამ რომესაც დამკვეთს სურს არა მარტივი რგოლის, არამედ მთელი ფილმის შექმნა - თავს იჩენს გარკვეული პრობლემები. ერთერთი მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ ასეთი Flash საიტის ფაილის ზომა საბოლოოდ არის ძალიან დიდი, მაგალითად თუ თქვენ მოისურვებთ სერიოზული Flash საიტის ან Flash ქუდის გაკეთებას - ამაზე უნდა დაფიქრდეთ სერიოზულად, რადგან თუ საიტი დიდხანს იტვირთება, თქვენ კარგავთ მომხმარებლების გარკვეულ ნაწილს, რადგან ჩვენთან მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ყველას არ აქვს, და დიდი მოცულობის საიტების ჩატვირთვას ვერ ახერხებენ.

მოგვმართეთ და ჩვენ შეგირჩევთ Flash საიტის, Flash ქუდის ან Flash  ანიმაციის შექმნის ოპტიმალურ ვარიანტს, განვიხილავთ თქვენი მიზნობრივი აუდიტორიის შესაძლებლობებს, დავაკავშირებთ ფაქტებს და გამოვიტანთ შესაბამის დასკვნებს. ამ კველაფრის შესაბამისად თქვენ მიიღებთ ლამაზ, ფუნქციონალურ, ხარისხიან Flash საიტს ან Flash ქუდს. ყველა ამ ფაქტორის შერჩევა ჩვენი ყველაზე დიდი ტალანტია Flash პროექტებზე მუშაობისას და ჩვენ მზად ვართ მოვახდინოთ კარგი შთაბეჭდილება თქვენზე და თქვენს კლიენტებზე.

რამოდენიმე სიტყვა Flash ოპტიმიზაციაზე. საძიებო სისტემები დღესდღეისობით ვერ ახერხებენ Flash საიტების ინდექსაციას. ამ პრობლემაზე ხანგრძლივი ფიქრისა და სხვადასხვა ვარიანტების მოსინჯვის შემდეგ, მივედით ასეთ გადაწყვეტილებამდე: ჩვენი დამკვეთებისთვის უსასყიდლოდ ვქმნით მარტივ HTML საიტს, რომელსაც ხედავს მხოლოდ საძიებო სისტემა. ეს საჭიროა თქვენს საიტზე ახალი კლიენტების მოსაზიდად როდესაც კლიენტი შემოვა თქვენ საიტზე იხილავს Flash საიტს.