DesignEx Logo

რა არის საიტის სარკე?

საიტის სარკე - არის საიტის ასლი, რომელიც განთავსებულია სხვა სერვერზე (გააჩნია სხვა მისამართი), და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს იქონიონ უწყვეტი კავშირი საიტთან.

სერვერზე ტექნიკური გაუმართაობის ან გადატვირთვის შემთხვევაში, მომხმარებელი ავტომატურად შედის საიტის სარკეზე.

საიტის სარკის ერთადერთი და ყველაზე მთავარი კრიტერიუმი, არის მისი სრული იდენტურობა, ძირითად საიტთან. ის აგრეთვე მოგიტანთ მოგებას, თუ არის კარგად ოპტიმიზირებული და საბოლოო ჯამში აქვს კარგი ვიზიტების მაჩვენებელი. როგორც ძირითად საიტზე, აქაც შეგიძლიათ დაკიდოთ ბანერები და განათავსოთ რეკლამები. ბუნებრივია ძირითადი საიტის განახლების შემთხვევაში, უნდა განახლდეს სარკეც, თუ გსურთ შეინარჩუნოთ თქვენი ვიზიტორები.