DesignEx Logo

რა არის Usability?

Usability - ნიშნავს მოხერხებულს.

არც თუ იშვიათად ინტერნეტ საიტებზე, ვგრძნობთ გარკვეულ დისკომფორტს (არ ჩანს გვერდის მისამართი, მოუხერხებელია ნავიგაცია და სხვ.) ამ მიზეზით ასეთი საიტები კარგავენ ვიზიტორებს.

ტერმინი usability მოდის დასავლეთიდან. იქ მას ანიჭებენ ძალიან დიდ ყურადღებას, აანალიზებენ, ატარებენ გამოკვლევებს, ერთი სიტყვით, ცდილობენ გადაჭრან ეს პრობლემა, ცდილობენ აღმოფხვრან რაც შეიძლება მეტი ნაკლი, შესაბამისად გაზარდონ usability (მოხერხებულობის ხარისხი).

ადამიანები, რომლებიც ატარებენ ასეთ გამოკვლევებს უწოდებენ სამომხმარებლო სისტემების არქიტექტორებს. ისინი ატარებენ გამოკვლევებს ვებ-გვერდებზე რეკლამის, დიზაინის, ნავიგაციის, გრაფიკის დარგში.

კარგი, ეფექტური რეკლამის შესაქმნელად, საჭიროა იცოდეთ ადამიანის აღქმის უნარიამობა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პირობებში. ინტერნეტში რეკლამის შექმნა, რომელიც დააინტერესებს მომხმარებელს და აიძულებს საიტზე შემოსვლას, საკმაოდ რთულია.

სისულელე იქნებოდა უზარმაზარი ფლეშ-ქუდის განთავსება, თუნდაც სახუმარო ხასიათის, სადაც დამალულია ღილაკი "დახურვა", მნიშვნელობა არა აქვს იქნება ეს რეკლამა თუ რაიმე სხვა. თუ მსგავსი ბლოკის განთავსება გარდაუვალია, არ ღირს "ჩახურვა" ან "დახურვა" ღილაკების დამალვა, ამის შედეგი შესაძლოა "ძვირი ღირდეს".

მოხერხებულობის მთავარი პრობლემაა - გრაფიკის კარგი ოპტიმიზირება (გრაფიკა, ჩვეულებრივ წარმოადგენს დიზაინის ელემენტს), საიტი იყოს წაკითხვადი და მომხმარებელს ნებისმიერ მომენტში შეეძლოს გარკვევა თუ სადიტის რომელ ნაწილში იმყოფება ამჟამად. ამისათვის აუცილებელია მაქსიმალურად სწორად და ზუსტად შემუშავდეს საიტის ნავიგაცია.

მცირე მოცულობის საიტისთვის, საკმაოდ ადვილიაა მოხერხებული ნავიგაციის ორგანიზება, მაგრამ თუ საიტს აქვს მრავალი განყოფილება, საჭიროა მაქსიმალური ძალისხმევა, რათა მომხმარებელმა ადვილად შეძლოს სასურველი ინფორმაციის მოპოვება. საჭიროა ნავიგაციის ორგანიზება ისე, რომ მომხმარებელი ადვილად მიხვდეს რას უნდა დააჭიროს, რომ გადავიდეს შემდეგ ნაწილში, სტატიაზე, თემაზე და სხვ.

დავუშვათ, თქვენ გსურთ დიდი ინტერნეტ-მაღაზიის შექმნა, რომელსაც ექნება: მომხმარებლის კალათა, ფოტოსურათები, ფასები, ინფორმაცია გადახდის შესახებ, მომხმარებელთა რეგისტრაცია და სხვ. შესაბამისად აუცილებელია კარგად ორგანიზებულ ნავიგაცია. ერთი შეხედვით, ეს არც თუ ისე რთულია, მაგრამ მათი სწორი განლაგების განსაზღვრა საკმაოდ რთული საკითხია, მათი სიმრავლის გამო. ასეთი რთული ნავიგაციის აგებისას თუ გავითვალისწინებთ ადამიანის ფსიქოლოგიური ქცევის ასპექტს, წარმატება გარანტირებული იქნება.