DesignEx Logo

საიტის შექმნა და პოპულარიზაცია

ვებ დიზაინის სტუდია "DesignEx" იღებს შეკვეთებს ინტერნეტ საიტების შექმნასა და მის პოპულარიზაციაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ საიტის პოპულარიზაციაზე ფიქრი, აუცილებელია მისი შექმნის პროცესშივე, იქნება ეს საიტ-ვიზიტკა, ინტერნეტ მაღაზია თუ წარმომადგენლობითი საიტი.

საიტის შექმნას ჩვენი სტუდიის ვებ-დიზაინერები იწყებენ მიზნების და ამოცანების ფორმულირებით, საიტის სრუქტურის ჩამოყალიბებით. სტუდია "DesignEx"-ის საიტები გამოირჩევიან მაშტაბირებადობით, ანუ აქვთ ზრდის და განვითარების შესაძლებლობა.

ჩვენ ჩვენს თავზე ვიღებთ საიტის შექმნის ყველა ეტაპს - დიზაინის შემუშავებიდან, საიტის მაკეტის მომზადების, პროგრამირების და ტესტირების ჩათვლით.

მუშაობის პროცესშივე ვამზადებთ ოპტიმიზირებულ კონტენტს და ვებ-გრაფიკას, რაც საგრძნობლად ამარტივებს საიტის პოპულარიზაციის პროცესს. არსებითად ჩვენ საიტის პოპულარიზაციას ვაწარმოებთ მისი შექმნის პროცესშივე.

სტუდია "DesignEx"-ში შექმნილი პროექტები გამოირჩევიან კრეატიულობით და შემოქმედებითი მიდგომით. ყოველი საიტისთვის, ჩვენ ვქმნით უნიკალურ დიზაინს, მათ შორის Flash-ტექნოლოგიების გამოყენებითაც. საძიებო სისტემები არც თუ ისე კარგად აღიქვამენ Flash საიტებს ინდექსირებისას. ჩვენ ხანგრძლივი ფიქრის შედეგად მოვნახეთ ასეთი გამოსავალი: თუ თქვენ გვიკვეთავთ Flash საიტს, ჩვენ უსასყიდლოდ გიკეთებთ მარტივ HTML საიტს,  რათა საძიებო სისტემებმა მოახერხოს მისი ინდექსირება. ეს აუცილებელია ახალი კლიენტების საიტზე მოსაზიდად. როდესაც კლიენტი იპოვის თქვენ საიტს, იგი იხილავს საიტის Flash ვერსიას. ამით Flash საიტის ოპტიმიზაციის პრობლემა საძიებო სისტემებისთვის მოგვარებულია.

სტუდია "DesignEx"-ის საიტის პოპულარიზაციის კომპლექსური მომსახურება მოიცავს არა მარტო საიტის ოპტიმიზაციას, არამედ შემდგომ ტრაფიკის მონიტორინგსა და თქვენი ვებ-პროექტის მუშაობის ეფექტურობასაც.
ვებ-დიზაინის სტუდია "DesignEx" დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში, უზრუნველყოფს მიზნობრივი კლიენტების მოზიდვას თქვენს ინტერნეტ რესურსზე!