DesignEx Logo

საიტის შექმნის ეტაპები

სანამ შეუდგებით საიტის შექმნას, საჭიროა დასვათ კითხვა - რა მიზანს მოემსახურება საიტი. ვარიანტები შეიძლება იყოს შემდეგი:

  • სარეკლამო პროექტი.
  • ინფორმაციის წარმოსაჩენად და ხალხის აგიტირებისთვის.
  • საიტის გამოყენება, კაპიტალის მოსაზიდად.
  • გარკვეულ სფეროში თანამოაზრეთა მოსაძიებლად.

მას შემდეგ რაც მიზანი განსაზღვრულია, გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, ესაა - საიტის ტემატიკის შერჩევა. თემატიკის შერჩევა დამოკიდებულია, თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მოცულობაზე. აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ საიტს ჭირდება დროდადრო ახალი ინფორმაციით შევსება, ხოლო თუ ინფორმაციის მოცულობა არასაკმარისია, მაშინ ასეთი ვებ-რესურსის განახლება ცოტათი პრობლემატიურია.

თუ საიტს აკეთებთ პირადად თქვენთვის, მაშინ ჩვენ არ გირჩევთ უზარმაზარ საიტის გაკეთებას, იყოს თუნდაც 15 გვერდი, მაგრამ ხარისხიანად გაკეთებული და კარგად ოპტიმიზირებული. ამგვარად, თემატიკის შერჩევის შემდეგ, შევუდგეთ საიტის შინაარსის განსაზღვრას. აქ თქვენ უნდა ჩამოაყალიბოთ განყოფილებებისა და მათში სტატიების ჩამონათვალი.

საიტის შექმნის შემდგომი ეტაპი - არის საიტის შინაარსის ტექსტურ რედაქტორში შეტანა. განყოფილებებისა და სტატიების დასახელებების შერჩევა. ყოველი სტატიისთვის უნდა მოიფიქროთ სახელწოდება. ფოტოსურათებისთვის უნდა მოიფიქროთ განმარტებები და კომენტარები. ამის შემდგომ, განისაზღვრება საიტში ბმულების სტრუქტურა. მუშავდება სტატიების იერარქია, ანუ რა რის შემდეგ მოდის. ერთი სიტყვით, ქმნით საიტის ლოგიკურ სტრუქტურას. ამგვარად, საიტის ლოგიკური სტრუქტურა დასრულებულია და გადავდივართ შემდგომ ეტაპზე - საიტის დიზაინზე. სანამ დიზაინზე ფიქრს შევუდგებოდეთ, საჭიროა განისაზღვროს ჰოსტინგი, რათა განთავსებული ბმულები, მიუთითებდნენ კონკრეტულ გვერდს, კონკრეტულ ჰოსტზე, ასევე ჰოსტინგი განსაზღვრავს, ტექნოლოგიებს რომლის გამოყენებითაც შეიქმნება თქვენი საიტი.

თუ ჰოსტინგს აქვს ნელი არხი, ხოლო თქვენი საიტი გადატვირთულია გრაფიკით, მაშინ, ან უნდა გადააკეთოთ თქვენი საიტის დიზაინი, ანდა შეამციროთ ინფორმაციის მოცულობა.

დიზაინის შექმნა - ეს, ასე ვთქვათ, ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია. ძალიან ბევრია დამოკიდებული დიზაინზე: საიტის იერსახე, წაკითხვადობა, ნავიგაციის მოხერხებულობა, მიმზიდველობა.

დიზაინზე მუშაობის დასრულების შემდეგ, საიტი ივსება აწყობილი ინფორმაციით, შესაბამის გვერდებზე გამოიფინება სტატიები, ფოტოსურათები და სხვ. როდესაც ეს ყველაფერი მზადაა, შეგვიძლია შევუდგეთ მის ინტერნეტში განთავსებას, სადაც მოწმდება ბმულების სისწორე, ყველა გვერდი არსებობს თუ არა და სხვ.

ამით საიტის შექმნა დასრულებულია. შემდგომი ეტაპია მისი პოპულარიზაცია.