DesignEx Logo

საიტის შეკვეთა

რატომ უნდა შეუკვეთოთ საიტის შექმნა ვებ-დიზაინის სტუდია "DesignEx"-ს?

თუმცა ჩვენ არ გაძალებთ… მაგრამ თუ თქვენ არ გსურთ, რომ თქვენი საიტი გადაიქცეს ლამაზი ნახატებისა და პროგრამული კოდების კოლექციად, რომელიც უმიზნოდაა განთავსებული ინტერნეტის სივრცეებში - მაშინ მიანდეთ საიტის შექმნა პროფესიონალებს.

სტუდია "DesignEx"-ში შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ვებ-გვერდის შექმნა, ჩვენ ვქმნით როგორც სერვისულ რესურსებს, რომლებიც ემსახურებიან მომხმარებელთა გარკვეულ ამოცანებს, ასევე საინფორმაციო, რომლებიც მოწოდებულნი არიან მიაწოდონ მიზნობრივ აუდიტორიას გარკვეული ინფორმაცია. ამგვარად ჩვენთან საიტის შეკვეთა შეუძლიათ მათ, ვისაც სურს ჰქონდეს საკუთარი ინტერნეტ-ბიზნესი, და მათაც ვისაც სურს ჰქონდეს პოპულარული საიტი.

სტუდია "DesignEx"-ის პროფესიონალ ვებ-დიზაინერებს შეგიძლიათ შეუკვეთოთ ნებისმიერი კონფიგურაციის საიტის შექმნა, საიტ-ვიზიტკიდან დაწყებული, ინტერნეტ მაღაზიით და საინფორმაციო პორტალის ჩათვლით - ნებისმიერი შეკვეთა შესრულდება ხარისხიანად და დროულად.

ჩვენ დაგეხმარებით საიტის ინდივიდუალური სტილის შერჩევაში, რაც გამორიცხავს ტყუპი საიტის არსებობას და შესაბამისი იქნება თქვენს მიერ დასმული ამოცანების.

ჩვენს მიერ შექმნილი ვებ-გვერდები აღჭურვილია ყველა საჭირო სერვისით, რაც შესაძლებლობას მოგცემთ გაზარდოთ და განავითაროთ საიტი, თქვენი მოთხოვნების შესაბამისად.

საიტის "DesignEx"-ში შეკვეთით, თქვენ მიიღებთ არა მარტო ხარისხიან და მაღალპროფესიონალურ დონეზე შესრულებულ საიტს, სტუდია ასევე დაგეხმარებათ დომენური სახელის, ჰოსტინგის შერჩევაში, დაგეხმარებით დომენური სახელის რეგისტრაციაში. ასევე უსასყიდლოდ შევადგენთ ტექნიკურ დავალებას თქვენი საიტისთვის!

შეუკვეთეთ საიტის შექმნა სტუდია "DesignEx"-ში, და ხარისხიანი, მოდური და თანამედროვე საიტის შექმნასთან დაკავშირებულ რთულ სამუშაოს მთლიანად ავიღებთ ჩვენს თავზე!