DesignEx Logo

ინტერნეტ-მაღაზიის დამზადება

ინტერნეტ - მაღაზიები დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება მომხმარებლებში, ეს ხდება არა იმიტომ, რომ ინტერნეტში რაიმეს ყიდვა უფრო სარფიანი, მოხერხებული, და ადვილია. ბიზნესმენებისთვის ინტერნეტ მაღაზია ხშირად ელექტრონული კომერციის ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს, რადგან შესაძლებელი ხდება პროდუქციის თუ მომსახურების შეთავაზება ინტერაქტიულ რეჟიმში, შეინიშნება გაყიდვების ზრდის ტენდენცია, აუმჯობესებს საფირმო სტილის, ბრენდის თუ სავაჭრო ნიშნის ცნობადობას, იზრდება პოტენციურ მყიდველთა რიცხვი.

თანამედროვე, ეფექტურად მომუშავე ინტერნეტ მაღაზიები უკვე დღეს ზოგიერთ სფეროში საგრძნობლად აჭარბებენ, ჩვეულებრივ მაღაზიებს გაყიდვების მოცულობით. ანალიტიკოსთა აზრით, უახლოეს მომავალში, შესყიდვების უმრავლესობა მოვა სწორედ ინტერნეტ მაღაზიებზე, რადგან სასურველი საქონლის შერჩევა ინტერნეტ-მაღაზიის კატალოგში გაცილებით მარტივია, გადახდის ფორმების ნაირფეროვნება და შერჩეული პროდუქციის მომხმარებლამდე მიტანა საერთოდ კონკურენციის გარეშე ტოვებს ინტერნეტ-ბიზნესს.

როგორ შევქმნათ საკუთარი ინტერნეტ-მაღაზია?

თუ თქვენ გადაწყვიტეთ დაკავდეთ ელექტრონული კომერციით და შექმნათ საკუთარი ინტერნეტ მაღაზია, საჭიროა ამ საკითხს მიუდგეთ სერიოზულად და სრული პასუხისმგებლობით, გაიაზროთ მრავალი საკითხი სამომავლოდ. როგორ ხედავთ თქვენს ინტერნეტ ბიზნესს, გეგმავთ თუ არა მომავალში მის განვითარებას, რამდენად სწრაფად აპირებთ პოტენციურ დამკვეთთა აუდიტორიის დაპყრობას?

ამ კითხვებზე პასუხებიდან გამომდინარე, ჩვენი ვებ-დიზაინის სტუდია შეიმუშავებს და დანერგავს ორიგინალურ, ეფეტურ გადაწყვეტებს ინტერნეტ-მაღაზიებისთვის, რაც დაეხმარება თქვენი ბიზნესის წარმატებულ განვითარებას. ყველაზე მარტივი ინტერნეტ-მაღაზია შესაძლებელს ხდის განათავსოთ ინტერნეტში საქონლის კატალოგი, უფრო რთული ინტერნეტ-მაღაზიები კი შეიცავენ გაყიდვის და კლიენტთა მომსახურების სრულ ციკლს.

უმეტეს შემთხვევაში ინტერნეტ-მაღაზია მოითხოვს მეტ ძალისხმევას ვიდრე ჩვეულებრივი მაღაზია. აუცილებელია გავიაზროთ web-დიზაინი, სტრუქტურა, ნავიგაციის სისტემა და ინტერნეტ-მაღაზიის რეკლამა, რაზეც სრულად არის დამოკიდებული ჩანაფიქრის წარმატება. ასევე არ უნდა დაგავიწყდეთ დეტალური მარკეტინგული გამოკვლევების და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარების აუცილებლობაც, რომელიც წინ უსწრებს ინტერნეტ მაღაზიის შექმნას.

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კომერციის აზრი საქონელთბრუნვაშია, ესე იგი ეფექტური ინტერნეტ-მაღაზიის შექმნა, პირველ რიგში, მაღაზიის საიტზე მიზნობრივი აუდიტორიის მოზიდვაა, ანუ იმ ხალხის, რომლებიც საძიებო სისტემებში ეძებენ და უნდათ იმ საქონლის შეძენა, რომელსაც თქვენ სთავაზობთ. ჩვენი სტუდიის პროფესიონალი ვებ-დიზაინერები დაგეხმარებიან საიტის საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზირებაში, რაც დადებითად აისახება თქვენი საიტის ვიზიტებზე. შესყიდვის განხორციელების მოხერხებული ინტერფეისი და კალათის რედაქტირება, თქვენი სპეციფიკის შესაბამისად, დაეხმარება მყიდველებს კომფორტულად შეიძინონ საქონელი და გაუჩნდეთ სურვილი კვლავ ისარგებლონ თქვენი ინტერნეტ-მაღაზიის სერვისით. თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობები, რომლებსაც ვიყენებთ ინტერნეტ-მაღაზიის შესაქმნელად, გვეხმარება საქონელი წამროვაჩინოთ საუკეთესო სახით, პოტენციურ მყიდველს აძლევს საშუალებას შეადაროს სხვადასხვა მოდელი, შეარჩიოს იდეალური ვარიანტი და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია, კონსულტანტების დაუხმარებლად.

ჩვენ შეგვიძლია მივუერთოთ თქვენი ინტერნეტ-მაღაზია შემდეგ გადახდის მექანიზმებს: PayPal, Webmoney,  საბანკო გადარიცხვა (იწერება გადახდის ანგარიში), ქართუ ბანკის ონლაინ გადარიცხვა.

საიტის ადმინისტრირების სისტემა იქმნება ჩვენს მიერ ყოველი კლიენტისთვის ინდივიდუალურად, ის გამოსაყენებლად მარტივი და მოხერხებულია, მისი მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი ცვლილება და შევსება, როგორც საიტის, ასევე პროდუქციის კატალოგის. შესაძლებელია დამატებითი პროგრამული მოდულების მიერთება კლიენტის სურვილისამებრ, ასევე სტატისტიკის სისტემა, რომელიც ზუსტად აღრიცხავს, ვინ, როდის, საიდან და რა მოთხოვნებით მოხვდა თქვენს საიტზე.

ჩვენ ვებ-დიზაინის სტუდიასთან თანამშრომლობის შედეგად შეიქმნება ინტერნეტ-მაღაზია, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს მის მთავარ ამოცანას - მიიღოს შეკვეთები თქვენს პროდუქციაზე. თქვენი ამოცანა დარჩება მხოლოდ კონკურენტუნარიანი პროდუქციის შეთავაზება და უშუალოდ გაყიდული საქონლლის მომხმარებელზე მიწოდება.

ინტერნეტ-მაღაზიის მოწყობის ხარჯები გაცილებით ნაკლებია, რეალური სავაჭრო წერტილის ორგანიზებასთან შედარებით. ხოლო, თუ მხედველობაში მივიღებთ პოტენციურ მომხმარებელთა უსასრულო აუდიტორიას, ელექტრონული კომერცია წარმოადგენს ბიზნესის განვითარების ძალიან მიმზიდველ ფორმას.

თუ თქვენ გსურთ შექმნათ ინტერნეტ-მაღაზია, შეავსეთ ანკეტა და მიიღეთ ჩვენი კონსულტაცია. ფორმის შევსების და გამოგზავნის შემდეგ, დაგიკავშირდებათ ჩვენი მენეჯერი.