DesignEx Logo

ვებ დიზაინი

ვებ-დიზაინის სტუდია "DesignEx" არის, ჩამოყალიბებული შემოქმედებითი პოტენციალის მქონე ვებ-სტუდია. ჩვენი ვებ სტუდიის კოლექტივი შედგება პროფესიოანალი ვებ-დიზაინერების, პროგრამისტების, პროექტის მენეჯერების, ჟურნალისტებისა და კოპირაიტერებისაგან.

ჩვენ მზად ვართ გადავჭრათ თქვენს მიერ დასმული ყოველი ამოცანა, ნებისმიერი სირთულისა და მასშტაბის კორპორატიული თუ საინფორმაციო სისტემების შექმნის სფეროში. ამაში ადვილად დარწმუნდებით თუ იხილავთ ჩვენს ნამუშევრებს.

ჩვენი ვებ-დიზაინის სტუდია "DesignEx" გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს, საიტების შემუშავების და საიტების შექმნის სხვადასხვა სფეროში, დაწყებული კომპანიის ლოგოტიპის შექმნიდან, მსხვილი ვებ-პროექტებით თუ ინტერნეტ-მაღაზიებით დასრულებული. ვებ-საიტების შექმნის პროცესში, ჩვენ ფართოდ ვნერგავთ, ისეთ ახალ ტექნოლოგიებს, როგორებიცაა Flash და 3D-გრაფიკა (სამ განზომილებიანი გრაფიკა).

ასევე ჩვენი ვებ-სტუდია წარმატებით მოღვაწეობს ინტერნეტ რეკლამისა და საიტების განვითარების სფეროშიც. ამ მიმართულებით თქვენს განკარგულებაშია ინტერნეტ რეკლამის ნებისმიერი ფორმა: ინტერნეტ მარკეტინგი, საიტების პოპულარიზაცია, კონტექსტური რეკლამა. ჩვენ არა მარტო ვაწარმოებთ სარეკლამო კამპანიას, არამედ ვსწავლობთ და ვაფასებთ ინტერნეტში რეკლამის ეფექტურობასაც.


ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ საიტი ნულიდან, განვაახლოთ უკვე არსებული საიტი (საიტის რედიზაინი), შევქმნათ ცალკეული ელემენტები (ლოგოტიპი, ბანერი, flash რგოლი და სხვ), ჩავნერგოთ მძლავრი პროგრამული ნაწილი (რთული მონაცემთა ბაზები, საიტის მართვის სისტემა და სხვ), აგრეთვე ვაწარმოოთ საიტის ხარისხიანი ოპტიმიზაცია, შემდგომში მისი მუდმივი განვითარებით.

საიტების პოპულარიზაცია ინტერნეტში - ამ მიმართულებას ჩვენ ვუთმობთ მაქსიმალურ ყურადღებას. საიტის პოპულარიზაციის მიზანია - გაზარდოს საიტზე შემოსვლების რიცხვი. ამ ტიპის მომსახურებას ჩვენი ვებ-დიზაინის სტუდია გთავაზობთ საიტის შექმნასთან ერთად, ან ცალკე - უკვე არსებული პროექტებისთვის. ჩვენ გარანტიას ვიძლევით, მოვიზიდოთ თქვენ საიტზე მიზნობრივი აუდიტორია, ანუ ის ხალხი, ვისაც დანამდვილებით ესაჭიროება თქვენი საქონელი ან მომსახურება.

ჩვენ ყოველ კონკრეტულ კლიენტთან გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა, და ეს არ არის ცარიელი სიტყვები. ჩვენ ვებ-დიზაინის სტუდიაში მოსვლით, თქვენ მიიღებთ მაღალკვალიფიციურ კონსულტაციებს, საიტის შექმნის და განვითარების საკითხებში, სრულიად უფასოდ. ჩვენ ყურადღებით მოვისმენთ თქვენს აზრებს და სურვილებს და გავითვალისწინებთ მათ საიტის შექმნისას, აგრეთვე მოგაწოდებთ ინფორმაციას თქვენი ჩანაფიქრების ხორცშესხმის სწორ და კვალიფიციურ მეთოდების შესახებ.

ჩვენი ვებ-დიზაინის სტუდია, საიტების შექმნის პროცესში იყენებს მოწინავე ტექნოლოგიებს. ჩვენთვის საიტების შექმნა უბრალოდ სამუშაო არაა, ცვენ ყოველ პროექტში ვიყენებთ მთელ ჩვენ ცოდნას, რადგან ჩვენს ინტერესებშია წარმოვაჩინოთ საუკეთესოდ, ის რაც ვიცით.

ჩვენ ვქმნით მაქსიმალურად მოსახერხებელ ვებ-გვერდებს, ფუნქციონალური თვალსაზრისით, ლამაზი და თანამედროვე დიზაინით, ჩვენს შექმნილ პროექტებს აქვთ ადვილად გასაგები სტრუქტურა და შეიცავს კარგად ოპტიმიზირებულ კონტენტს (საიტის შინაარსს). ჩვენ შეგიქმნით საიტს, რომელიც იქნება ადვილად მისაწვდომი მასებისთვის, იგულისხმება ოპტიმიზირებული საიტი. ჩვენი "ჩარევის" შედეგად საიტები ხდებიან "ხილვადი", ანუ საიტის განვითარებისკენ მიმართული კომპლექსური მოქმედებების შედეგად, თქვენს საიტზე შემოვლენ მიზნობრივი მომხმარებლები, რომელთაც აინტერესებთ თქვენს საიტზე არსებული თემატიკა.

პრაქტიკულად ყოველ დამკვეთს ვთავაზობთ ცალკეულ მიდგომას. ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ ხელსაყრელი პირობები და შეღავათები, რომლებიც განისაზღვრება ცალკეული კლიენტისთვის, მისი მოთხოვნების შესაბამისად. ერთი სიტყვით, დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ და მოვილაპარაკოთ!

თქვენ კმაყოფილი დარჩებით ვებ-დიზაინის სტუდია "DesignEx" თანამშრომლობით, ჩვენს მიერ შემოთავაზებული მომსახურებით და ხარისხით.