DesignEx Logo

ფასები

გთავაზობთ ჩვენი სტუდიის საორიენტაციო ფასებს:

ინტერნეტ წარმომადგენლობა

საიტი, სადაც განთავსებულია ზოგადი მონაცემები ორგანიზაციაზე თუ კერძო პირზე: მოღვაწეობის სფერო და მომსახურების ტიპები, ისტორია, პრაის-ლისტი, საკონტაქტო ინფორმაცია, საბანკო რეკვიზიტები, მისასვლელი სქემა და სხვ.

1500 ლარიდან

პრომო-საიტი

როგორც წესი, პრომო-საიტი იქმნება დროებით პრომო-აქციის მხარდასაჭერად, მიზნად ისახავს სავაჭრო ნიშნის, პროდუქციის ან მომსახურების პოპულარიზაციას. პრომო საიტზე თავსდება ამომწურავი ინფორმაცია ბრენდზე, სხვადასხვა სარეკლამო აქციებზე (კონკურსები, ვიქტორინები, გათამაშებები და სხვ.). პრომო-საიტის შექმნისას შესაძლოა სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენება - მარტივი რეგისტრაციის ფორმებით დაწყებული, ურთიერთობის საშუალებებით და ონლაინ-თამაშებით დამთავრებული.

1800 ლარიდან

პროდუქციის კატალოგი

საიტი, რომელზეც განთავსებულია კომპანიის პროდუქციის კატალოგი, სადაც წარმოდგენილია პროდუქციის/მომსახურების დეტალური აღწერა, სერტიფიკატები, ტექნიკური და სამომხმარებლო მონაცემები, ექსპერტთა და კლიენტთა გამოხმაურება, პროდუქციის დემო-ვერსია, შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის და ა.შ. ასეთ საიტებზე ქვეყნდება ინფორმაცია პროდუქციაზე/მომსახურებაზე, რომელსაც ვერ განათავსებთ პრაისში.

2500 ლარიდან

ინტერნეტ-მაღაზია

საიტი პროდუქციის კატალოგით, რომლის მეშვეობით კლიენტი აფორმებს შეკვეთას მისთვის სასურველ საქონელზე. აქ გამოიყენება ანგარიშგების სხვადასხვა სისტემები: პროდუქციის ადგილზე მიტანიდან, პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებამდე.

3500 ლარიდან

კორპორატიული საიტი

კომპანიის საიტი, რომელიც გვაცნობს წარმოდგენილ მომსახურების სფეროებს და მიმართულებებს და შეიცავს ინტერნეტ-წარმომადგენლობის სრულ ფუნქციონალობას. გარდა ამისა, საიტი შეიცავს მომხმარებლებთან ურთიერთქმედების ინტერაქტიულ ელემენტებს, მაგალითად, მუდმივ კლიენტთა რეგისტრაცია და მათზე დამატებითი ინფორმაციის ან მომსახურების შეთავაზება.

5000 ლარიდან

შენიშვნა: ფასები მოიცავენ დღგ-ს.